უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი გოლის მიუხედავად, ყაზანის "რუბინი" საკუთარ მოედანზე "როსტოვთან" (1:2) დამარცხდა. პოლონური Interia sport-ი ყაზანური კლუბის გულშემატკივრების ღირსეული საქციელის შესახებ წერს:

"მართალი რუსები არიან, თუმცა ყაზანის "რუბინის" გულშემატკივრებისგან მნიშვნელოვანი ჟესტი ვიხილეთ - მათ დატოვეს ის სექტორი, სადაც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის სიმბოლო Z იყო გამოსახული.

Sportall.Ge

მშვენიერი სლოგანია, რომ სპორტი პოლიტიკაში არ ავურიოთ, მაგრამ ეს არც ისე რეალისტურია. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებიდან მომრავლდა სპორტსმენების ჟესტები, რომლებიც მხარს კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს უჭერენ. სამშობლოს მხარდაჭერა გამოუცხადეს ფეხბურთელებმა, რომლებიც ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობენ - ალექსანდრ ზინჩენკომ
"მანჩესტერ სიტიდან" თუ ანდრეი იარმოლენკომ "ვესტ ჰემიდან". სამარცხვინო ჟესტებსაც ვხედავთ - ბევრი იყო საუბარი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკზე..."

რაც შეეხება "რუბინის" შემდეგ მატჩს, ლეონიდ სლუცკის გუნდი 20 მარტს ცსკა-ს ესტუმრება. შეგახსენებთ, შექმნილი მდგომარეობის გამო რუსეთის (და უკრაინის) ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს ფიფამ და უეფამ გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე თვით (ივნისამდე) მისცეს, რის შემდეგაც ისინი კლუბებში უნდა დაბრუნდნენ.

altსლუცკი: კვარაცხელიამ ნამდვილი ლიდერივით და ოსტატივით ითამაშა

altაქტიურმა ხვიჩამ გაიტანა - Sportall.ge გულშემატკივრებს თხოვნით მიმართავს [VIDEO]

altნაკრების თამაში მოდის, ხვიჩა - არა?! - ჩვენი ლიდერის მისია



ასევე დაგაინტერესებთ