"რუსები ბიომასაა - ენები უკანალში შეიყვეს" - უკრაინელი მწვრთნელი

AutoSharing Option
უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა სერგეი ნაგორნიაკმა რუსებს ბიომასა უწოდა, რომელთა დიდი უმეტესობა უკრაინაში პუტინის ხელმძღვანელობით დაწყებული ომის შეჩერებას არ ცდილობს.

"როდესაც ომი დაიწყო, საზღვარგარეთ ვიყავი. 2 მარტს უკრაინაში დავბრუნდი. მას შემდეგ კიევსა და მშობლიურ ვინიცას შორის ვმუშაობ. დასაქმებული ვარ, უხეშად რომ ვთქვა, მოხალისის სამუშაოთი. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს სხვადასხვა მეთოდით ვეხმარები.

მომიტევეთ უხეშობისთვის, მაგრამ არ შემიძლია თავი შევიკავო - ეს ხალხი კი არა, არამედ ბიომასაა. მსოფლიოში უზარმაზარი რესურსით, სადაც ყოველი მეხუთე სიღატაკის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ყოველი მესამე სახლს შეშით ათბობს, მათი
ოლიგარქები მდიდრდებიან, მოსახლეობის 75% კი უკრაინის განადგურებას უჭერს მხარს.
დიახ, მათ ჰყავთ ნორმალური ადამიანები, თუმცა ცოტა. ნიშანდობლივია: რუს სპორტსმენებს შორის ნორმალური ადამიანები თითქმის არ არიან. ენები უკანალში შეიყვეს და ისე იქცევიან, თითქოს ეს მათ არ ეხებათ", - ციტირებს ნაგორნიაკს FanDay.net-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძნელია არ დაეთანხმო.
სახელი
19:37 22-03-2022
0

სიახლეები პოპულარული