მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ეროვნებით აზერბაიჯანელმა ალეკსანდრ სამედოვმა განაცხადა, რომ ვინაიდან რუსულ კლუბებს ევროტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალეს, არ იქნებოდა ურიგო, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მიიღონ მონაწილეობა.
"აზიის ჩემპიონთა ლიგა - კლუბებისთვის ანალოგია. იქ შეიძლება გამოვცხადდეთ. "სპარტაკმა" ან "ლოკომოტივმა" ეს ტურნირი რომ მოიგონ, ეს ძალიან კარგი მიღწევა იქნებოდა. თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, ამ ტურნირის მოგება ადვილი არაა", - ციტირებს სამედოვს "ჩემპიონატი".