"მარაზმატიკი პუტინი უკრაინაში ყველა ფრონტზე მარცხდება" - რებროვი

AutoSharing Option
"ალ აინის" უკრაინელმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა სამშობლოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა.

"პუტინის გეგმა ჩაიფუშა. ეგონა, უკრაინას ორ დღეში დაიპყრობდა. ეგონა, სიხარულით შეხვდებოდნენ. იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის მახლობლად მდებარე რეგიონებს ადვილად აიღებდნენ, მაგრამ ახლა რასაც ხარკოვი და მარიუპოლი აკეთებენ, ის საერთოდ არ ელოდა. რადგან ეს ქალაქები ასე დგანან, წინ წასასვლელად უბრალოდ შანსები არ აქვს.

მისი გეგმა ჩაიფუშა. არ შეუძლია წაგება, ახლა კი ესმის, რომ ყველაფერში წააგო, ყველა ფრონტზე. ჩვენ ყველგან ვიმარჯვებთ, თუმცა ამ მარაზმატიკის რეაქცია არ ვიცით, რა იქნება შემდეგ. ისღა
დაგვრჩენია, რითაც შეგვიძლია, ყველაფრით დავეხმაროთ უკრაინას. დარწმუნებული ვარ, სიმართლე ჩვენს მხარესაა", - განაცხადა რებროვმა "Денисов TIME"-ს პროგრამაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული