მუნდიალის გამო შეცვლილი გრაფიკი - როდის ჩატარდება ტურნირები?

AutoSharing Option
კატარის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა საფეხბურთო კალენდარში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, რადგან მუნდიალი უჩვეულო დროს - 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება.

ინგლისი

ინგლისის პრემიერლიგის 2022-23 წლების განრიგი ნამდვილად ახალი რეალობაა, რადგან ესპანეთის, გერმანიის, იტალიისა და სხვებისგან განსხვავებით, მათ ხანგრძლივი ზამთრის შესვენება აქამდე არასდროს ჰქონიათ.

პრემიერლიგის 2022-23 წლების სეზონი 6 აგვისტოს დაიწყება, ერთი კვირით ადრე, ვიდრე მიმდინარე, 2021-22 წლების და ასევე, ერთი კვირით გვიან დასრულდება, ვიდრე ახლა - 2023 წლის 28 მაისს.

Sportall.Ge

გუნდები 12/13 ნოემბრის უქმეებამდე ითამაშებენ, შემდეგ კი შეჯიბრება შეჩერდება, რათა
მუნდიალის მონაწილეებს საშუალება მიეცეთ, თავიანთ ნაკრებებს შეუერთდნენ.

სეზონი 26 დეკემბერს განახლდება - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან მხოლოდ რვა დღის შემდეგ.

ესპანეთი

ესპანეთის "ლა ლიგა" ისევე, როგორც წელს, 12 აგვისტოს დაიწყება და მსოფლიო ჩემპიონატის გამო 13 ნოემბერს შეჩერდება. საშობაო დღეებში თამაშები არ გაიმართება და სეზონი წლის მიწურულს, 29 დეკემბერს განახლდება.

Sportall.Ge

რაც შეეხება დასრულების თარიღს - ის 6 ივნისი იქნება, 2 კვირით გვიან, ვიდრე მიმდინარე სეზონში.

გერმანია

გერმანიის ბუნდესლიგა 5 აგვისტოს დაიწყება და თამაშები 13 ნოემბრამდე გაგრძელდება. აქ, სხვა ტოპ-ლიგებისგან განსხვავებით, 18 გუნდი გამოდის და დასვენების მეტი შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, ბუნდესლიგა 2023 წლის 20 იანვრამდე აღარ განახლდება, 2022-23 წლების სეზონი კი 27 მაისს დასრულდება.

იტალია

მართალია, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, მაგრამ აქ უამრავი ლეგიონერია და კალენდარში მუნდიალის გათვალისწინება მაინც მოხდება. ცნობილია, რომ სერია "ა" 13 აგვისტოს დაიწყება და 13 ნოემბერს შეჩერდება. ჯერ უცნობია განახლების ვადა, თუმცა კლუბები იმედოვნებენ, რომ ის მომავალი წლის 4 იანვრამდე არ მოხდება.

საფრანგეთი

საფრანგეთის ნაკრებს შანსი აქვს, 1962 წლის ბრაზილიის შემდეგ პირველი ნაკრები გახდეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაიცავს.

Sportall.Ge

რაც შეეხება "ლიგა 1"-ს, ის 6 აგვისტოს დაიწყება, 13 ნოემბრიდან შეისვენებენ და გათამაშებას 28 დეკემბერს განაახლებენ.

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი სიახლე ის იქნება, რომ ოქტომბერში 3 ტური გაიმართება, ეს კი უეფას საშუალებას მისცემს, ჯგუფური ეტაპი 2 ნოემბერს დაასრულოს. რაც შეეხება პლეი-ოფს, ის, ჩვეულებრივ, 2023 წლის თებერვალში დაიწყება.

altმსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა

altპოლონეთი და პორტუგალია მუნდიალზე გავიდნენ... "რუსი მეძავი" - სკანდირებდნენ ფანები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლეო მესიმ შემაყვარა ფეხბურთი!
ლუკა
20 მაისი 2022 18:28
3
ამ სამეულიდან ყველაზე ძალიან, ლეო მესი მიყვარს!
30.
06 აპრილი 2022 15:17
4
გეთანხმები! მესი ჩემი კუმირიც არის.
30-ს
06 აპრილი 2022 16:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული