ამაღელვებელი ამბავი - 12 წლის მარიუპოლელ ბიჭს 3-კვირიანი დაბომბვების შემდეგ ოცნების საღამო დაუდგა

AutoSharing Option
12 წლის დმიტრო კედასთვის ყველაზე ცუდი რამდენიმე კვირის შემდეგ ახდენილი ოცნებების საღამო დადგა.

კედამ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამი კვირა გაატარა, როცა მას რუსული ძალები მომბავდნენ. ახლა კი ბიჭი ბოლო წუთას მოედანზე შევიდა, სადაც დონეცკის "შახტარი" საქველმოქმედო ამხანაგურ მატჩში პოლონურ "ლეხიას" ეთამაშებოდა.

დმიტრომ "შახტარის" რიგებში შესვლის შემდეგ თანაგუნდელებთან რამდენიმე პასი გაცვალა, ბურთი კარში გაგზავნა და გაიტანა, თავი მაღლა ასწია და მისმა გოლმა უკრაინულ გუნდს 3:2 გაამარჯვებინა.

"პოლსატ პლუს" არენაზე მატჩის წინ უკრაინის ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა, ხოლო ომის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით
პატივი მიაგეს.

ორივე გუნდის მოთამაშეებს ეცვათ მაისურები წარწერით "შეაჩერე ომი", ხოლო "შახტარის" მაისურებზე ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის ქალაქების სახელები იყო გამოხატული.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
პუტინი რუსების ყველაზე დიდი მტერია, შეაზიზღა რუსები მსოფლიოს. ნეტავ როდის მოვა ეს ხალხი გონს.
!!!!!!!!
18 აპრილი 2022 11:01
4
უპუტინოდაც მაგათი ..... ......
ვენეციის კომისია
31 მაისი 2022 16:04
0
მადლობა ღმერთს არიან ასეთი ადამიანები ვინც აფასებს და პატივს სცემენ ადამიანობას! ასეთი ადამიანები გადაარჩენენ ადამიანს და ადამიანობას. ადამიანობა რომელიც საუბედუროდ ბევრმა დაკარგა და ვეღარასდროს დაიბრუნებენ...
ირაკლი
17 აპრილი 2022 14:26
6
200-ზე მეტი ბავშვი გარდაცვლილი. მათ ძალადობაზე რომ ვკითხულობ და ვუყურებ ცრემლებს ვერ ვიკავებ, რამის გული გასკდეს. რა უბედურებაა...
G.LA
17 აპრილი 2022 12:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული