"რა ვაკეთოთ ორწელიწადნახევარი?" - ჯიქია უფუნქციოდ დარჩენილ რუსულ ფეხბურთზე

AutoSharing Option
"სპარტაკის" კაპიტანი და რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი კაპიტანი გიორგი ჯიქია რუსული ნაკრებებისა და კლუბების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის გამო უკმაყოფილოა.

"ზაფხულში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაიწყება. თუ მასში მონაწილეობას ვერ მიიღებ, ევრო შენს გარეშე ჩაივლის. რა ვაკეთოთ ორწელიწადნახევარი? სულ ვარჯიში და ერთმანეთს შორის თამაში არ მგონია ვინმეს სურდეს. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, მაგრამ უნდა მოვითმინოთ და დაველოდოთ.

ჩემთვის ლევანდოვსკის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაკვირვა პოლონელ ფეხბურთელთა განცხადებამ, რომ ჩვენთან არ ითამაშებდნენ. მე ვთვლი, რომ საკითხის გადაწყვეტამდე, მათ თავიანთი
გამონათქვამებით ცოტა გადააჭარბეს", - განუცხადა ჯიქიამ Больше спорта-ს "იუთუბის" არხს.

მკითხველის კომენტარები / 58 /
რა აკეთო და ძიუბას კითხე:)
sinsilo
18:34 17-04-2022
0
რატომ მხოლოდ ორწელიწადნახევარი? შემდეგ პერიოდებში რა, ვინმე სადმე ეპატიჟება რუსეთის წარმომადგენლებს?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული