მოსკოვის "სპარტაკის" ექსკაპიტანმა იგორ ტიტოვმა "თეთრ-წითლების" 100 წლის იუბილეზე რამდენიმე ისტორია გაიხსენა.
გთავაზობთ ამბავს, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელი ქართველებს ახსენებს:
"ერთხელ "სპარტაკის" მეორე გუნდთან ერთად უკრაინაში წავედი. 14-15 წლისები ვიყავით. ვეთამაშეთ გაბურძგნილ, ჩამოწერილ ქართველებს და 1:0 დავამარცხეთ. ბუნებრივია, წაგების შემდეგ გაღიზიანდნენ და ერთ-ერთ ტრიბუნასთან ხელჩართული დაპირისპირება ატყდა. რატომღაც გავიყავით და სხვადასხვა ადგილზე აღმოვჩნდით. ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც "სპარტაკის" სახელის დაცვა საკუთარი მუშტით მიწევდა" - გაიხსენა ტიტოვმა.
შეგახსენებთ, იგორი "თეთრ-წითლების" შემადგენლობაში 1995 წლიდან 2008 წლამდე თამაშობდა, რა პერიოდშიც 324 მატჩი
გამართა და თავი 86 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატს, ტიტოვმა პრემიერლიგა 6-ჯერ მოიგო.
მომზადებულია matchtv-ის მიხედვით