სლუცკი გალოთებას არ აპირებს - კვარაცხელიას გარეშე "რუბინი" ფსკერისკენ მიექანება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი "რუბინი" ისევ დამარცხდა, ამჯერად მოსკოვში "ლოკომოტივთან" 0:1 და პლეი-აუტის ზონაში დაქვეითდა. ნამატჩევს კომენტარი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

"მჭიდში მხოლოდ 10-11 ფეხბურთელი გვყავს. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ კოსტიუმი, რომელიც ყველგან გარღვეულია. უფრო ფეხბურთელების მკურნალობით ვართ დაკავებული, ვიდრე მატჩებისთვის მომზადებით.

თუ ახლა ხანგრძლივად სმას დავიწყებ ან დეპრესიაში ჩავვარდები, ამით საქმეს არ ეშველება. ამას არ ვაპირებ. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

არ შემიძლია გითხრათ, რა ელის მომავალ სეზონში რუსულ ფეხბურთს. თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს, მზად ვარ ფული გადავუხადო. ჩვენ
დღევანდელი დღით ვცხოვრობთ, პრობლემების გადაჭრით ვართ დაკავებული. ახლა დიდი ავანსია, თუ ვინმე პერსპექტივაზე მსჯელობს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
სლუცკის იმაზე მეტი დამსახურება აქვს ქართული ფეხბურთის წინაშე ვიდრე 1981 წლის თაობას და არველაძე-ქინქლაძის თაობებს ერთად აღებულს. მან ხომ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია გამოზარდა, არ დავუვიწყოთ!
დიმიტრი კარამაზოვი
09 მაისი 2022 16:27
23
ამგვარი აზროვნებით არ მგონია "ძმები კარამაზოვები" წაკითხული გქონდეს.
აკა
09 მაისი 2022 22:54
0
ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. ხვიჩა პირველ რიგში საკუთარმა ნიჭმა და შრომისმოყვარეობან გამოზარდა. სლუცკის წვლილს არავინ უარყოფს, უბრალოდ ხვიჩა ამათთან ვალში არ არის. ძალიან დიდი მუხტი შესძინა გუნდს, მაყურებელი სტადიონზე მოიყვანა, ფინანსური მოგებაც უდიდესი მოუტანა, ევროტურნირებზე გაიყვანა. კი ვხედავთ ახლა როგორ არიან მის გარეშე და სულ რაღაც ხუთი ათი კაცი უკრავს ტაშს საგულშემატკივროდ.
Thomas
09 მაისი 2022 17:09
0
მართლაც რაც კვარა წამოვიდა თამაში ვერ მოიგეს. ახია თქვენზე რაც გჭირთ. გააპროტესტეთ მაინც თქვენი ბოროტი ქვეყნის ქმედებები. ერთი პოსტი მაინც დაწერონ, რომ არ ეთანხმებიან რაც ხდება, მაგრამ როგორ აბა? დაზომბირებული ჰყავთ თავიანთ ბოროტების მანქანა ტელევიზიებს.
იმედია ვერასოდეს დაბრუნდებიან მსოფლიო ფეხბურთში. ერთმანეთთან რაც უნდათ ის უქნიათ...
Winter
09 მაისი 2022 01:38
10
ჩემი ქვეყანა რომ სხვა დამოუკიდებელ ქვეყანაში შეიჭრას და ხალხი დახოცოს, იმის წინააღმდეგ ერთ სიტყვასაც თუ ვერ ვიტყვი და ფეხბურთის თამაშს ჩვეულებრივად გავაგრძელებ რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას.
იმედია დიდი ხანი ვერ ეღირსებიან მსოფლიო სპორტში და ხელოვნებაში თავიანთის გატანას.
რუსი მწერლები დღემდე მიყვარს ზუსტად იმიტომ რომ თავად იყვნენ მაგ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგი.
Winter
09 მაისი 2022 13:01
1
არც მასე ადვილად არის საქმე,ხალხო!ქვეყანა ისტერიის ზღვარზეა,ყველაფერი შეზღუდულია და ვინმემ ხმა რომ ამოიღოს,არც მთავრობა დაინდობს და არც ხალხი.ყველას ოჯახი ჰყავს და მათ უსაფრთხოებაზეც უნდა იფიქროს.მთავრობის საწინააღმდეგოდ ხმის ამოღებას,არავინ მოუთმენთ.აქაც ხომ გამოვიარეთ ეგ ამბავი და მხოლოდ ერთეულები ბედავდნენ, ხმის ამოღებას.
სოსო
09 მაისი 2022 10:06
5
არა ბიჭო ხვიჩა უნდა გალოთებულიყო და დალპობილიყო რუსეთში. იმდენი არ აგიდგათ გვერდები
Rubin_ Moika
09 მაისი 2022 01:33
2
გვერდები "არ აგიდგათო"? გვერდების უუნარობოა, იმპოტენცია და დისფუნქციაო?
rao rao?
09 მაისი 2022 10:27
3

სიახლეები პოპულარული