"რუსეთს უბედურება ეწვია - 30 წელი ვერსად ვითამაშებთ" - კანჩელსკისი

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა უეფას ტურნირებიდან მოკვეთის შემდეგ, Sport24-თან ინტერვიუში  რუსეთის ნაკრების პერსპექტივა შეაფასა.

- ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვალერი კარპინმა სეზონის დასრულებისთანავე დაადასტურა, რომ შეკრებას არ ჩაატარებენ და ამხანაგურ მატჩებს არ გამართავენ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა?
- რა თქმა უნდა. რა აზრი აქვს? ტყუილად ბიჭები რატომ უნდა შეკრიბონ. როდესაც გვეტყვიან, რომ საერთაშორისო ტურნირებზე თამაში შეგვეძლება, მაშინ შეიძლება ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების შეკრება. 30 წლით დაივიწყეთ, რომ რუსეთი სადმე ითამაშებს. ჩვენ უბედურება გვეწვია. აი, ასე მოხდა.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ნაკრების შეკრება
ყოველთვის აუცილებელია, რათა ბიჭები კოლექტივსა და ტონუსში იყვნენ. თქვენ ასე თვლით?
- ყველაფერი მაშინ იქნება, როდესაც არ შეგვეხებიან და ჩვენ საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას შევძლებთ. ახლა კი უბრალოდ მოგვკლეს და გაგვანადგურეს. ჩვენ უფსკრულში აღმოვჩნდით! ჩვენთან სრული უფსკრულია! იცით ასეთი სიტყვა?!".

კანჩელსკისის ინტერვიუ sports.ru-მ გამოაქვეყნა და რაც ყველაზე მეტად გასაკვირია, კომენტარებში გულშემატკივრების უმეტესობამ ყველაფერში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსეთი თვითონ არის სხვა ერებისათვის უბედურება და შესაბამისად ისჯება.
status quo
20:48 14-05-2022
0
და რა არის აქ გასაკვირი ? აბა ვინ უნდა დაადანაშაულონ ? უკრაინის ხელისუფლება ?
zura222
22:54 14-05-2022
1

სიახლეები პოპულარული