"ვიტესის" ყოფილი ფეხბურთელი კლდიდან გადახტა და გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვიტესის" ყოფილი ფეხბურთელი მურად ლამრაბატე შვებულებას ოჯახთან ერთად ატარებდა, რა დროსაც ტრაგიკულად დაიღუპა.

31 წლის სპორტსმენი მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად მალიორკაში ისვენებდა. მან გადაწყვიტა, 30-მეტრიანი კლდიდან წყალში გადამხტარიყო... შედეგად, ყველაფერი საბედისწერო გამოდგა.

ნახტომი მურადის მეუღლემ გადაიღო. გოგონამ იმწამიერად გააანალიზა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო... მურადის გვამს დღემდე ნავებითა და ვერტმფრენით ეძებენ.

ექიმების თქმით, წყალში ჩავარდნის მომენტში მამაკაცმა გონება დაკარგა და დაიხრჩო.

"ვიტესი" ოჯახს დანაკარგის გამო თანაუგრძნობს:

"კლუბი იზიარებს სამწუხარო სიახლეს. მურადი 2010/11 წლებში ჩვენთან თამაშობდა".

მომზადებულია unian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
შუბლში ტყვიის დახლისას უფრო მეტი გაქ სანსი გადარჩენისვიდრე იქედან გადმოხტონის ნეტა რისი იმედი ქონდა ფრენის სიჩქარე წყალთან დაჯახევის შემდეგ 0 ლზე დაბალი გაქ გადარჩენის შანსი
ნოდო
23:31 16-05-2022
0
რა დასანანია, გაუფრთხილდით სიცოცხლეს, ნუ ეთამაშებით საფრთხეს, რატომ უნდა მოგინდეს ასეთი სახიფათო ნახტომის გაკეთება, რატომ????
რეალისტი
20:45 16-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული