შევჩენკო: არც ერთი რუსი სპორტსმენი არც ერთ ტურნირზე

AutoSharing Option
ლეგენდარული ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო UNITED 24 პლატფორმის პირველი ელჩი გახდა, რომელიც უკრაინის გლობალური დახმარების ინიციატივაა.

შევჩენკო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო. შეხვედრის შემდეგ შევჩენკომ რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

"პირველივე დღიდან ვთვლი, რომ უკრაინაში ომია. არც ერთი რუსი სპორტსმენი არ უნდა მონაწილეობდეს არც ერთ შეჯიბრებაში. ეს სპორტის ყველა სახეობას ეხება. ეს ჩემი პოზიციაა.

რუს სპორტსმენებთან ურთიერთობა არ მაქვს. ჩემი პოზიცია გამაჩნია და ყველგან გამოვთქვამ. მე ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას ვუჭერ მხარს. დღეს უკრაინელ სპორტსმენებს საერთოდ არ შეუძლიათ
ტურნირებზე მონაწილეობა. ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზეც, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რამით დაკავდნენ. აქ ბომბები დაფრინავს, ჭურვები ფეთქდება, ომია", - განუცხადა შევჩენკომ ua.tribuna.com-ს.


მკითხველის კომენტარები / 5 /
"არც ერთი რუსი სპორტსმენი არ უნდა მონაწილეობდეს არც ერთ შეჯიბრში".
ფაშიზმი სხვა კი არაფერია!
09:31 20-05-2022
48
შევკენკო შენც ლიბერასტი ყოფილხარ...სამუდამოდ ამოგშალე ჩემი საყვარელი ფეხბურთელებისგან...!!!
Simartle
09:21 20-12-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული