"ეს მსოფლიოსთვის გზავნილია" - პაოლო ვანოლიმ თქვა, რატომ არ დატოვა "სპარტაკის" მწვრთნელის პოსტი

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა პაოლო ვანოლიმ, იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ არ დატოვა რუსული გუნდი, რის საშუალებასაც მას უეფას ახალი რეგულაციები აძლევდა.

"მე ვერ ვიქნები პასუხისმგებელი სხვა ადამიანებსა და მათ გადაწყვეტილებაზე. მე არ შემილია მათ თავში ჩავიხედო და გითხრათ, თუ რა იყო მათი მხრიდან რუსეთის დატოვების მიზეზი.

ვიყავი და ვრჩები დარწმუნებული, რომ აქ დარჩენის გადაწყვეტილება მსოფლიოსთვის გზავნილს ატარებს. ჩემი აზრით, პოლიტიკა სპორტში არ უნდა იყოს ჩართული. ვეთანხმები უეფას პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინის, რომელმაც ეს გზავნილი გააჟღერა. სპორტი უნდა გაერთიანდეს... ვნახოთ,
როგორ განვითარდება სიტუაცია", - ამბობს ვანოლი.
ასევე დაგაინტერესებთ