"რუსები ევროპაში კიდევ დიდხანს ვერ ითამაშებენ" - ჩეფერინი

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილი რუსეთის ნაკრებებისა და კლუბების მომავალზე Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში პესიმისტური პროგნოზი გააკეთა:

"ჩვენ ყველამ არასათანადოდ შევაფასეთ გასული თვეები, ასეთი რამის ვარაუდი არავის შეეძლო. როდესაც ყველაფერი ეს დაიწყო, ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რომ ორიოდ კვირა გაგრძელდებოდა. ამიტომ ახლა ძალიან ძნელია ვიწინასწარმეტყველოთ, რა მოხდება.

ჯერ არაფრის თქმა არ შეიძლება. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსულ კლუბებს მალე ისევ შეეძლებათ ევროტურნირებზე ითამაშონ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უკრაინულმა კლუბებმა თავიანთი ტურნირები ჩაატარონ.

მე უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ძალიან
მეცოდება ყველა უკრაინელი და რუსი სპორტსმენი, რადგან ისინი, განსაკუთრებით, რუსები, კონფლიქტის მსხვერპლის როლში აღმოჩნდნენ. ისინი რამდენიმე ადამიანის აბსურდული და უგუნური გადაწყვეტილებების გამო დაზარალდნენ".