ანზორი ისევ ბობოქრობს - ამჯერად პუტინის გამო "უღირსი" პელე გააკრიტიკა

AutoSharing Option
სერიალი "ბობოქარი ანზორი" გრძელდება

სსრკ-ის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ამჟამად რუსეთის აქტიურმა პროპაგანდისტმა ანზორ კავაზაშვილმა,  ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე გააკრიტიკა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისაკენ მოუწოდა.

"მე მაკვირვებს საერთაშორისო იმპერიალიზმი. პოლიტიკა ახლა სპორტსა და ფეხბურთზე გადავიდა, დასავლეთის პოლიტიკოსების კარნახით ყველგან მოგვკვეთეს და აქ თავისი მიმართვით ღრმად პატივცემული პელე გამოჩნდა.

ყველამ იცის, ის როგორ მდგომარეობაშია და როგორი პრობლემები ჰქონდა ბოლო წლებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. უნდა გაირკვეს, ვინ შეადგინა ეს წერილი, ვინ მისცა ხელმოსაწერად და კატეგორიულად განვკიცხოთ!

არ მინდა "ფეხბურთის მეფეს"
შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს მისი მხრიდან უღირსი საქციელია. ჩემი აზრით, ერთადერთი და უკანასკნელი ასეთი საქციელი მის ცხოვრებაში.

მიმაჩნია, რომ პელეს არ აქვს უფლება, ისარგებლოს თავისი სტატუსით და მიმართოს ასეთი განცხადებით. სინამდვილეში მე გული მწყდება, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა. ის ამაში მონაწილეობაზეც კი არ უნდა დათანხმებულიყო", - ციტირებს კავაზაშვილს Р-Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ისე რა მაგის პასუხია და….. რა ანზორ კავაზაშვილი რის პელე, რა ნესკაფე ან ჯაკობსი?! მარადონა ბიძია, მარადონა!!!!
დიეგო
17:15 04-06-2022
1
ანმძორი და არა ანზორი:)
სიმართლე
15:33 04-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული