უნგრეთმა ინგლისი ბავშვების დახმარებით დაამარცხა - იტალია და გერმანია დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში A ლიგაში იტალიისა და გერმანის ნაკრებების შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. „სკუადრა აძურამ“ ბოლო 8 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგო.

შეცვლაზე შესული 18 წლის გნონტოს პასით მასპინძლები 70-ე წუთზე პელეგრინიმ დააწინაურა, თუმცა მალე კიმიხმა ანგარიში გაათანაბრა.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
იტალია - გერმანია 1:1
გოლები: 1:0 პელეგრინი (70), 1:1 კიმიხი (73)

A ლიგაში დღეს უნგრეთმა 66-ე წუთზე სობოსლაის გატანილი პენალტით 1:0 სძლია ინგლისს - 1962 წლის შემდეგ პირველად. მას შემდეგ სამჯერ ფრეს მიაღწიეს და თორმეტჯერ დამარცხდნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე რასიზმის გამოვლინების გამო, მატჩი ბუდაპეშტში მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სტადიონზე 14-წლამდე ასაკის 35 ათასი ბავშვი უფასოდ შეუშვეს და მათ თამაშის დაწყების წინ მუხლმოდრეკილ სტუმარ ფეხბურთელებს უსტვინეს და თავის გუნდს მაგრად დაუჭირეს მხარი.

სხვა მატჩები

B ლიგა

სომხეთი - ირლანდია 1:0
ფინეთი - ბოსნია-ჰერცეგოვინა 1:1
მონტენეგრო - რუმინეთი 2:0

C ლიგა

ლიეტუვა - ლუქსემბურგი 0:2
თურქეთი - ფარერები 4:0

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ უნგრეთის მხარდამჭერ ბავშვებს, ინგლისელები კი მართლაც სულელურად გამოიყურებიან მუხლებზე,თან სასაცილოდ
ალეკო
12:14 05-06-2022
1
ონგლისელებმა რა ტუტუცურად დაიმკვიდრეს მუხლებზე დგომა. მგონი ვერც ხვდებიან რა იდიოტებად ასაღებენ თავს. ალბათ საუკუნის ბოლომდე აპიარებენ მოხლებზე ფორთხიალს.
G.LA
11:02 05-06-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული