ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან საკუთარ მოედანზე 2:5 დამარცხების შემდეგ ბულგარეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იასინ პეტროვი გადადგა. ნაკრებს გიბრალტართან და საქართველოსთან ორ უახლოეს შეხვედრაში ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი გეორგი ივანოვი უხელმძღვანელებს.
შემდეგ ბულგარეთის ნაკრებს შეიძლება სათავეში დიმიტარ დიმიტროვი ან ნიკოლაი კიროვი ჩაუდგეს. ეს ორივე სპეციალისტი ამჟამად დროებით უმუშევარია.