ლიონელ მესი მსახიობის როლს მოირგებს, არგენტინელს სერიალში იღებენ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი ლიონელ მესი არგენტინულ სერიალში გამოჩნდება.

"მცველები" - ასე ეწოდება სერიალს, რომლის მეორე სეზონშიც "ლა პულგას" ვიხილავთ.

სიუჟეტი ფეხბურთის ირგვლივ ვითარდება, სადაც 3 საფეხბურთო აგენტის კარიერის რთული ცხოვრებაა ასახული. ყოველი მათგანი მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფება და გადაწყვეტენ, საკუთარი კომპანია შექმნან.

აგენტები არა მხოლოდ ფეხბურთელების ფინანსურ სიტუაციას აკონტროლებენ, არამედ საკუთარი კლიენტების კარიერის დაცვას ცდილობენ.

სერიალის პრემიერა 2023 წელს შედგება.

ლეო ფილმში ეპიზოდურ როლს შეასრულებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით