არასასიამოვნო ინციდენტი - დონარუმას იტალიელმა გულშემატკივარმა შეურაცხყოფა მიაყენა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" იტალიელ გოლკიპერს, ჯანლუიჯი დონარუმას, არასასიამოვნო ინციდენტი შეემთხვა.

იტალიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის (0:0) გამართული მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა დონარუმას ავტოგრაფი სთხოვეს.

Football Italia-ს ცნობით, ერთ-ერთმა პირმა ჯიჯიოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მეკარემ გულშემატკივარს დამშვიდებისაკენ მოუწოდა და ავტოგრაფების დარიგება კვლავ განაგრძო.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც იტალიის ნაკრების კიპერის მიმართ ადგილობრივმა გულშემატკივარმა აგრესია გამოხატა.

ამის მთავარი მიზეზი ევროპის მოქმედი ჩემპიონის წარსულში მიღებული გადაწყვეტილებაა. შეგახსენებთ, დონარუმამ "მილანთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და პსჟ-ს შეუერთდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული