დიდი სენსაციები: უნგრეთმა ინგლისი, გერმანიამ კი იტალია გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის A დივიზიონის მე-3 ჯგუფში მეოთხე ტური ჩატარდა.

უნგრეთმა ისევ სძლია ინგლისს, ამჯერად სტუმრად 4:0. მატჩის წინ, უნგრეთის ჰიმნისას, ინგლისელი გულშემატკივრები სკანდირებდნენ - „გარეწარო რასისტებო“ და მადიარებმა ჩინებული რეაგირება მოახდინეს. უნგრეთმა ინგლისს ასეთი დიდი ანგარიშით 1928 წლის შემდეგ პირველად სძლია.

ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ“
ინგლისი - უნგრეთი 0:4
გოლები: 0:1 შალაი (16), 0:2 შალაი (70), 0:3 ნადი (80), 0:4 გაზდაგი (89)
გაძევება: სტოუნზი (82)

გერმანიამ საკუთარ მოედანზე იტალია გაანადგურა - 5:2. „სკუადრა აძურამ“ ერთ მატჩში 5 გოლი
1957 წლის შემდეგ პირველად გაუშვა.

მიონხენგლადბახი. „ბორუსია-პარკი“
გერმანია - იტალია 5:2
გოლები: 1:0 კიმიხი (10), 2:0 გიუნდოგანი (45+4, პენ), 3:0 მიულერი (51), 4:0 ვერნერი (68), 5:0 ვერნერი (69), 5:1 ნონტო (78), 5:2 ბასტონი (90+4)


7 ქულით ლიდერი უნგრეთია, გერმანია 6 ქულით მეორე ადგილზეა, 5 ქულით იტალია მესამეზეა, ხოლო 2 ქულით აუტსაიდერი ინგლისია. 23 სექტემბერს იტალია ინგლისს, ხოლო გერმანია უნგრეთს უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ