"მამარდას" ხელთათმანები საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის ხელთათმანები საქველმოქმედო აუქციონზე გაიყიდა.

აუქციონზე 36 950 ევრო შეგროვდა. გაიყიდა ფეხბურთელთა მაისურები და სხვა აქსესუარები. აქციაში მონაწილეობდნენ სხვა მეკარეებიც, იასპერ სილესენი და ხაუმე დომენიკიც, აღნიშნული თანხა კი 4 საქველმოქმედო პროექტს მოხმარდება.

El Desmarque-ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 4 საქველმოქმედო პროექტს მოხმარდება. კერძოდ, ბავშვთა დახმარების ფონდს, გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებზე ორიენტირებულ ფონდს, ასევე, ერთ-ერთი ვალენსიური საავადმყოფოს კვლევით ინსტიტუტს და ლტოლვილი უკრაინელების დახმარების ფონდს.

აუქციონზე ყველაზე მოთხოვნადი 3 ფეხბურთელის მაისური აღმოჩნდა. ყველაზე ძვირად
პარაგვაელი ცენტრალური მცველის, ომარ ალდერეტეს მაისური გაიყიდა (1974 ევროდ), მეორე ადგილი დაიკავა ილაიშ მორიბას მაისურმა (1827 ევრო), მესამე ადგილი კი გონსალო გედეშმა დაიკავა (1105 ევრო).

შეგახსენებთ, "მამარდას" "ვალენსიას" მომდევნო სეზონში ჯენარო გატუზო უხელმძღვანელებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული