სომხეთის ნაკრების მიზანი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მოგებაა

AutoSharing Option
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მათი ნაკრების მიზანი მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მოგებაა, - იტყობინება Arka.am-ი.

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან და უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინთან შეხვედრისას ფაშინიანმა 2050 წლის ჩათვლით სომხური ფეხბურთის გეგმებზე ისაუბრა.

მან ფიფასა და უეფას საიმედო პარტნიორები უწოდა, დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა, თქვა, რომ ინფრასტრუქტურას განავითარებენ, ახალ თანამედროვე სტადიონს ააშენებენ და მიზნად დიდი ამოცანების გადაჭრა აქვთ დასახული.

სომხეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 92-ე ადგილზეა, ერთა ლიგაზე B დივიზიონში კი პირველ ჯგუფში მეოთხე პოზიციაზეა.