"რონალდო მესიზე უკეთესია?! ვინც ამას ამბობთ..." - ვან ბასტენმა კრიშტიანო და ლეო ერთმანეთს შეადარა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა ორი ლეგენდა, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ერთმანეთს შეადარა:

"რა თქმა უნდა, კრიშტიანო რონალდო დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ის მესისზე უკეთესია, ან ფეხბურთი არ ესმით, ან ცუდი შეხედულება აქვთ.

მესი უნიკალური ფეხბურთელია. შეუძლებელია მას მიბაძო. როგორც წესი, ასეთი ფეხბურთელები 50 ან 100 წელიწადში ერთხელ ჩნდებიან“, - განაცხადა ვან ბასტენმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ვან ბასტენმა ყველა დროის საუკეთესო სამი ფეხბურთელი დაასახელა, სადაც არც ლიონელ მესი იყო ნახსენები და არც კრიშტიანო
რონალდო.