სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დარჩენილი "რუბინი" ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის პრემიერლიგაში ვერ დატოვა, თუმცა გუნდიდან არ წასულა და მომავალ სეზონში ყაზანელთა რიგებში უფასოდ მუშაობასაც აპირებდა. 

51 წლის სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას შესთავაზა, რომ პირველ ლიგაში "რუბინს" უსასყიდლოდ გაწვრთნიდა. თუმცა, თათრული კლუბის პრეზიდენტმა რუსტემ საიმანოვმა მწვრთნელს ამ მოთხოვნაზე უარი უთხრა. მხარეები მხოლოდ ხელფასის შემცირებაზე შეთანხმდნენ - სლუცკი პრემიერლიგის ხელფასთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებ თანხას აიღებს (დაახლოებით, 200 000 ევროს წელიწადში).

სწორედ ლეონიდ სლუცკი იყო ის მწვრთნელი, რომლის ხელშიც ხვიჩა კვარაცხელია გაიხსნა და საკუთარი პოტენციალი მთელ
მსოფლიოს აჩვენა. როგორც ვხედავთ, ქართველს ყოფილი დამრიგებლისგან არამხოლოდ საფეხბურთო, ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაც შეეძლო...
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნუ აპიარებთ რუსებს!!!
თე
20 ივნისი 2022 17:25
8
ნუ აპიარებთ რუსებს!!!
თე
20 ივნისი 2022 17:25
9
კარგი ადამიანია ...წარმატება ხვიჩას და მისმწვრთვნელს;.
dato
20 ივნისი 2022 13:10
0
ძალიანაც ნუ დაიბრალებს რომელიმე მწვრთნელი ხვიჩას კარგ ფეხბურთელობას.
პირველ რიგში თავისი ნიჭის და შრომის დამსახურებაა ეგ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაცემებით და ნიჭით, ბრაზილიელი ან ევროპელი რომ იყოს გაცილებით მეტიც ეღირებოდა და უკეთეს გუნდშიც იქნდბოდა ამ ასაკში
!!
20 ივნისი 2022 12:56
9
სლუცკის დიდი ამაგი აქვს ხვიჩაზე. სიომინი მომწონს ძალიან სუ დადებით კონტექსტში გვახსენებს და სულ ყავდა ქართველი გუნდში.
ბოკინიო
19 ივნისი 2022 19:03
4
ეგ იმიტონ ბრატ, რო ატკატები არ გვეშლება.
სანი
20 ივნისი 2022 10:37
7
ჩემი ნება რომ იყოს ამას რუსეთის პრეზიდენტად დავნიშნავდი,უტკინს პრემიერად და სიომინს დინამო თბილისს ჩავაბარებდი )))
ჯელა
19 ივნისი 2022 18:51
2
სლუცკი რუსი (Русский) როდის აქეთაა? რუსელი (Россиянин) კი ბატონო!
N
19 ივნისი 2022 17:40
3
ჩასაძირად განწირულ გემს მხოლოდ გემის კაპიტანი არ ტოვებს, მორალი საგანი არ არის ის არ ისწავლება , დასაფასებელი საქციელია რეალურად ყველა ძლიერმა მოთამაშემ დატოვა რუბინი მეორე წრის წინ ხვიჩას ჩათვლიდ და ფაქტობრივად სისხლისაგან დაცლილი გუნდი მეორე ლიგაში გავარდნისაგან ვერაფერმა იხსნა , იმედია ეს კაცი ისევ იტყვის მის სათქმელს ამ გუნდთან ერთად , რაღაც მხრივ შეგეცოდება და გულთან მიიტანს ადამიანი სლუცკის მდგომარეობას. კვარაცხელიამ თუ საფეხბურთო სამყაროში დიდი კვალი დატოვა და ამის შანსი ძალიან დიდია ეს უპირველეს ყოვლისა სლუცკის პირდაპირი დამსახურება იქნება, მან ის პატარა კვირტისაგან გაფურჩქნულ ყვავილად აქცია, სლუცკის მამა შვილური დარიგებები კი ფასდაუდებელი აღმოჩნდა ხვიჩას გიგანტური ნახტომისა მის კარიერაში.
Charley 7
19 ივნისი 2022 17:36
1
ერთ-ერთი ყველაზე რაციობალურად მოაზროვნე რუსი.
დავით
19 ივნისი 2022 16:32
0
ყველა რუსი ღორი არაა.
ტტტ
19 ივნისი 2022 15:03
7
ოღონდ საკითხავი ისაა, თუ ვინ არის ,,რუსი''?
რატი
19 ივნისი 2022 16:32
4

სიახლეები პოპულარული