"მესის ჩემი მოკვლა სურდა" - პარედესმა ლეოსთან დაპირისპირება გაიხსენა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა ლიონელ მესისთან კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

ინციდენტი ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, როდესაც პსჟ "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

"ჩემს თანაგუნდელებს მის შესახებ რაღაც ვუთხარი, ლეომ გაიგო და გაბრაზდა, ჩემი მოკვლა სურდა, თავი უხერხულად ვიგრძენი, იმ მომენტში მოედნიდან გასვლა მინდოდა. თუმცა როდესაც არგენტინის ნაკრებში შევხვდით ერთმანეთს ისე იქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარა. ეს მის პიროვნებას კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, მომხდარი ერთად გავიხსენეთ და ბევრი ვიცინეთ" - განაცხადა პარედესმა

მომზადებულიას Sports-ის მიხედვით