ნეიმარმა ეროვნულ ნაკრებში მემკვიდრე დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა როდრიგომ განაცხადა, რომ ნეიმარმა ის ეროვნულ ნაკრებში თავის მემკვიდრედ დაასახელა.

"ნეიმარმა მითხრა, რომ როდესაც "სელესაოს" დატოვებდა, 10-ნომრიანი მაისურით მე ვიასპარეზებდი. ამას არ მოველოდი. ვუპასუხე, რომ ჯერ დრო მჭირდებოდა და წასვლა არ უნდა ეჩქარა, რაზედაც გაიცინა", - განაცხადა "ბლანკოსის" შემტევმა.

შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავს. "სელესაოს" მსოფლიო პირველობაზე ჯგუფში სერბეთი, შვეიცარია და კამერუნი ეყოლება. ტურნირი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით



ასევე დაგაინტერესებთ