"როდესაც ვთამაშობ, ჩემს სამშობლოში ყველა ისვენებს" - სადიო მანე

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა სადიო მანემ სამშობლოში მისი პოპულარობის შესახებ ისაუბრა.

"როდესაც ვთამაშობ, სენეგალში არავინ მუშაობს, ეს დღე შვებულებასავითაა, ტელევიზორში ყველა ჩემს თამაშს უყურებს. სიტუაცია არც ახლა შეიცვლება, როდესაც მოედანზე "ბაიერნის" ფორმით გავალ მთელი ქვეყანა მიგულშემატკივრებს" - განაცხადა მანემ

შეგახსენებთ შემტევი "რეკორდმაისტერმა" რამდენიმე დღის წინ "ლივერპულიდან" 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მანეს სქაუზერთა რიგებში 259 მატჩში 120 გოლი და 48 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მანე არის თავმდაბალი და გულუხვი ბიჭი.იგი მუდმივად ეხმარება თავის სოფელს.ძალიან ბევრი რამ გაუკეთა მათ და ამიტომ უყვართ და არა იმისათვის რომ სოფლელი ბიჭია და ბევრს მიაღწია.თავისი შემოსავლის ნახევარს სოფელს ახარჯავს.
status quo
18:26 25-06-2022
1
მსგავსი რამ რონალდუს რომ ეთქვა იმდენი დაუწყებდა ამპარტავანის ძახილს. არადა მასაც რთული ბავშვობა ქონდა
Dima
18:17 25-06-2022
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული