"როდესაც ვთამაშობ, ჩემს სამშობლოში ყველა ისვენებს" - სადიო მანე

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა სადიო მანემ სამშობლოში მისი პოპულარობის შესახებ ისაუბრა.

"როდესაც ვთამაშობ, სენეგალში არავინ მუშაობს, ეს დღე შვებულებასავითაა, ტელევიზორში ყველა ჩემს თამაშს უყურებს. სიტუაცია არც ახლა შეიცვლება, როდესაც მოედანზე "ბაიერნის" ფორმით გავალ მთელი ქვეყანა მიგულშემატკივრებს" - განაცხადა მანემ

შეგახსენებთ შემტევი "რეკორდმაისტერმა" რამდენიმე დღის წინ "ლივერპულიდან" 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მანეს სქაუზერთა რიგებში 259 მატჩში 120 გოლი და 48 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით