სურს დაამტკიცოს, რომ ბენზემაზე უკეთესია - ლევანდოვსკის ყოფილი აგენტის კიდევ ერთი განცხადება

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკის ყოფილმა აგენტმა ცეზარ კუხარსკიმ ყოფილ კლიენტთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა.

"ბარსა" და ლევანდოვსკი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ტრანსფერი შედგეს. დარწმუნებული ვარ, რომ კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ის "ბაიერნზე" ზეწოლას ზრდის. "რეკორდმაისტერის" ლიდერებმა იციან, რომ რობერტი დიდი ხანია ლა ლიგაში ასპარეზობაზე ოცნებობს. ვიცი, კარიერის დასრულებას ამერიკულ MLS-ში აპირებს. პოლონელს სურს დაამტკიცოს, რომ ბენზემაზე უკეთესია, ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ესაა", - განაცხადა კუხარსკიმ.

შეგახსენებთ, ლევანდოვსკიმ კუხარსკი 2018 წელს დაითხოვა. ცენტრფორვარდის ინტერესებს დღესდღეობით პინი ზაჰავი იცავს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით