"აგენტი 007. სპარტაკს" უკანალს უნდა ულოკავდეს" - ლარსონთან რუსულად დამშვიდობება

AutoSharing Option
"სპარტაკის" 25 წლის შვედმა თავდამსხმელმა ჯორდან ლარსონმა ("ბარსელონას" ყოფილი ფორვარდის, ჰენრიკ ლარსონის შვილია) განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთში დაბრუნება არ სურდა და მოსკოვურ კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.

როდესაც კლუბი ფეხბურთელს ემშვიდობება, ყველა წესით, მადლობა უნდა გადაუხადოს და წარმატებები უსურვოს, "სპარტაკმა" კი დასცინა: "ჯორდან ლარსონი. აგენტი 007. გასულ სეზონში 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა, 7 ინტერვიუ. მადლობა დატვირთული სეზონისთვის, აგენტო №007-ო!"

"სპარტაკმა" ლარსონი 2019 წლის აგვისტოში 4 მილიონ ევროდ შეიძინა
და მან ამ გუნდში 87 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა, აპრილში კი იჯარით აიკ-ში გადავიდა.

ლარსონს შეურაცხყოფა "სპარტაკის" ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩერვიჩენკომ და ამავე გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ანზორ კავაზაშვილმა მიაყენეს.

ჩერვიჩენკო: "საძაგელი. მე მისი სიფათი არასოდეს არ მომწონდა. ეს მხოლოდ ფინანსური დანაკარგია. ცოტა ჭკვიანურად რომ მოვქცეულიყავით, ეს საზიზღარი 10 მილიონად უნდა გაგვეშვა და პანღურიც ამოგვერტყა. შედეგად - არც ფული და არც ფეხბურთელი".

კავაზაშვილი: "მადლობა ღმერთს, რუსულ ფეხბურთში ერთი ნაძირლით ნაკლები იქნება. ის "სპარტაკელებს" უკანალს უნდა ულოკავდეს იმის გამო, რომ საშუალო დონის ფეხბურთელს ამდენი წელი ძირითად შემადგენლობაში თამაშის და ძალიან დიდი ფულის გამომუშავების საშუალებას აძლევდნენ.

მას რუსეთზე რა აქვს სალაპარაკო? ჯანდაბას მისი თავი, დაე, იჯდეს კაპიკებზე თავისი თამაშის კლასით".

მკითხველის კომენტარები / 6 /
სანამ კავაზაშვილი ცოცხალია,რუსეთის ფეხბურთს,სულ ცოტა ერთი ნაძირალა,გარანტირებულად ეყოლება,მისი სახით.
სოსო
29 ივნისი 2022 00:18
0
მონღოლებს ტყუილად ადარებთ, მონღოლებს რუსებისგან განსხვავებით ბეჩავის კომპლექსი არ ქონდათ. რუსი ხალხი მთელი მისი არსებობის მანძილძე უუფლებო, ნაბეგვი მონაა ან დამპყრობლის ან თავისი მმართველის, რომელიც ასევე უცხოელი იყო ხოლმე. თავისით დღემდე არაფერი შეუქმნიათ და ბოღმით და სიცრუით სულდგმულობენ.
ანდრი
28 ივნისი 2022 18:59
2
ეგ არ გაოგონ ჩვენმა რუსმადიდებლებმა.
ახმატი
28 ივნისი 2022 19:55
1
რუსები მართლა თანამედროვე (21-ე საუკუნის) მონღოლები არიან, ხოლო ანზორა კავაზიდისი - მაგათი განავალია
patrioti
28 ივნისი 2022 15:55
3
Am kavaxashvils aq secialuri qseli ro deda gavaxsenot daviwyebuli rqneba magas qartuli gineba.mdzors.
იმერელი
28 ივნისი 2022 14:54
3
მსოფლიოში არის ერი რუსეთზე მეტად რომ სძულდეთ მსოფლიო მოსახლეობას???? მართლა მონღელები არიან სისხლი უყივით
roni
28 ივნისი 2022 14:07
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული