ცნობილი ხდება, რამდენი იქნება ქეცბაიას ანაზღაურება კვიპროსის ნაკრებში - ქართველს 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ

AutoSharing Option
protathlima.cyprustimes.com-ის ინფორმაციით, დღეს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკდომის სხდომა გაიმართება, სადაც თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების მწვრთნელად დანიშნავენ.

ქართველს 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, მაგრამ მასში ჩადებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ის ნაკრებიდან ან კლუბიდან უკეთეს წინადადებას მიიღებს, სამუშაოს შეცვლა შეეძლება.

ქეცბაიას სამწვრთნელო შტაბში იქნება კვლავ სოსო ჭედია. ჩვენებურის ანაზღაურება კი წელიწადში 200 000 ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ თემური ბოლოს "ანორთოსისში" მუშაობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ასევე დაგაინტერესებთ