"სექსის დროს რომ არის, ისეთი ხმები მოგვესმა და..." - როგორ უყურებდა არშავინი პორნოს მატჩის შესვენებაზე

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა ტოგოელმა ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა ყოფილ თანაგუნდელ ანდრეი არშავინთან დაკავშირებული სახალისო ისტორია გაიხსენა. 

- "არსენალში" არშავინთან ერთად ითამაშეთ, რაიმე გიჟური ხომ არ გახსენდებათ მასზე?

- ძალიან გთხოვთ! მატჩის შესვენება იყო და შესვენებაზე გასახდელში შევედით. მოულოდნელად, ექიმებისა და მასაჟისტების მეზობელი კაბინეტიდან ისეთი ხმები გავიგეთ, რომლებიც სექსის დროს ისმის ხოლმე...

- უკვე ძალიან საინტერესოა...

- როგორც შემდეგში აღმოჩნდა, არშავინი იქ კომპიუტერში პორნოს უყურებდა... ძალიან სასაცილო იყო! არ ვიცნობდი აქამდე ისეთ მოთამაშეს, რომელიც მატჩის შესვენებაზე პორნოს ჩართავდა!

ანდრეისთან ყოველთვის კარგი და მეგობრული
ურთიერთობა მქონდა.
ასევე დაგაინტერესებთ