სრული სიგიჟე - საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები 95:0 და 91:1 დასრულდა, მაგრამ იცით, რა იყო პირველი ტაიმის ანგარიშები?!

AutoSharing Option
სიერა ლეონეს მე-2 დივიზიონში მომხდარმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

როგორი ამბავია? - "კაჰუნლა რეინჯერსმა" "ლუმბებუ იუნაიტედი" 95-0 დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩში "გალფმა" "კოკიმა ლიბანს" 91-1 სძლია.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის ანგარიშები, შესაბამისად, 2:0 და 7:1 გახლდათ! და ამ დაპირისპირებებში დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო გარემოება... ჩვენ მიერ ნახსენები მეორე მატჩის არბიტრმა მე-2 ნახევარში მსაჯობაზე უარი თქვა და ის შეცვალეს.

ამ შეხვედრების შედეგები უკვე გაუქმებულია. სიერა ლეონეს ფეხბურთის ასოციაციამ ადგილობრივი ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ამ ორ მატჩზე
გამოძიება დაიწყო.