ნახეთ მემფის დეპაის საოცარი გოლი? - "ბარსელონამ" მაიამის "ინტერი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატალონიის "ბარსელონა" ახალი სეზონისთვის ემზადება. "ბლაუგრანამ" ამერიკაში მორიგი შეხვედრა მაიამის "ინტერის"  წინააღმდეგ ჩაატარა.

შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, "ბარსამ" მეტოქეს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა და გოლები ერთიმეორეზე სანახაობრივი გამოდგა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებიდან გოლები პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ახალწვეულმა რაფინიამ, მემფის დეპაიმ, ანსუ ფატიმ, გავიმ და უსმან დემბელემ გაიტანეს.

ამერიკულ პუბლიკას ულამაზესი მომენტი მემფის დეპაიმ აჩუქა. ჰოლანდიელმა მეტოქე ოსტატურად ჩამოიშორა და ბურთი კარის ჩარჩოში მოათავსა.

შეგახსენებთ, "ბარსა" მორიგ ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს, ლას-ვეგასში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალია, ხავი მართლა გენიოსია, მაგრამ სეპარატისტი ლაპორტა და პიკე არ მევასება. არადა მემფის დეპაის ისევე, როგორც ობამაიენგის და დე იონგის ღირსები არ არიან!
ლაშა
19:14 29-08-2022
0
ხომ გენიოსია მესი მაგრამ იმ ფორმაციის ბარსელონადან ყველაზე მეტად ხავის ვაფასებდი. უდიდესი შავი სამუშაოს გარდა მესის და ინიესტას საუკეთესო პირობებს უქმნიდა თავი გამოეჩინათ და ამასთანავე ახერხებდა უმნიშვნელოვანესი გოლების გატანას ფაქტიურად წავიდა ხავი და ბარსელონა დამთავრდა ამიტომ ძალიან მინდა სამწვრთნელო კარიერაში წარმატებებს მიაღწიოს ისევე როგორც ზიზუმ.
კახა
03:54 21-07-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული