"ბარსა" და "იუვენტუსი" დაზავდნენ, დემბელემ ლამაზი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 27 ივლისის გამთენიისას, "ბარსელონამ" მორიგი ამხანაგური შეხვედრა "იუვენტუსთან" გამართა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ანგარიში უსმან დემბელემ 34-ე წუთზე გახსნა. 39-ე წუთზე მოისე კინმა წონასწორობა აღადგინა, ზუსტად 1 წუთში, მე-40 წუთზე კი, იმავე დემბელემ პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. უნდა ითქვას, რომ ფრანგმა შემტევმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დებიუტშივე, 52-ე წუთზე, "ბიანკონერის" მხრიდან მოისე კინმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, დარჩენილ დროში კი მეტი გოლი აღარ გასულა.

"ბლაუგრანა" მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 31 ივლისს, ნიუ-იორკის "რედ ბულის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ბებერი
ქალბატონი" იმავე რიცხვში მადრიდის "რეალს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული