"ქორწილის წინ ყველაფერი გამწვავდა..." - დაძაბულობა ბექჰემების ოჯახში

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის ოჯახში იდილია დიდი ხნით არ გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორია ბექჰემი შვილის არჩევანით უკმაყოფილოა.

დაძაბულობა ქორწილამდე დაიწყო. პელტცი ყველაფერს აკეთებდა, რათა დევიდის მეუღლე და Spice Girl-ის ყოფილი წევრი წვეულების დაგეგმვისგან მაქსიმალურად ჩამოეშორებინა, რაც, რა თქმა უნდა, ვიქტორიას არ მოეწონა.

"ერთმანეთს საერთოდ არ ესაუბრებოდნენ, ქორწილის წინ ყველაფერი გამწვავდა" - განაცხადა ოჯახთან დაახლოებულმა პირმა (Marca-მ პიროვნების ვინაობა არ გაასაჯაროვა).

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ დასრულდა დაძაბულობა ვარსკვლავის ოჯახში, თუმცა, სავარაუდოდ, პელტცის ბრალეულობა იკვეთება, რადგან არ სურდა,
ყურადღების ცენტრში ვიქტორია ყოფილიყო.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაცლილ მთის სოფელში, ორი ასაკოვანი ქალიღა იყო დარჩენილი. ისე დაიხოცნენ ის უბედურები რომ ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ქალების არც დაქალობა ვარგა, არც რძლობა, არც დედამთილობა. სიდედრობა ხო ვაფშე რა
მორიელი
05 აგვისტო 2022 20:14
5
ვიქტორიას ზეპირი გაფრთხილება, რძალს ყვითელი ბარათი. საჯარიმოს დევიდი დაარტყავს
კოლინა
05 აგვისტო 2022 19:19
0
კარგიაა. ცოცხალ კედელში ვის აყენებ?
ირაკლი
06 აგვისტო 2022 06:31
0
არ ინერვიულით, მაყვალა მამიდამ შეარიგა, ქვისლის მხრიდან, ჯულიანის გარე ბიძაშვილია,
აბო
05 აგვისტო 2022 17:27
1

სიახლეები პოპულარული