რას არ გაიგებ - სიძის მაგივრობა ძმამ გასწია

AutoSharing Option
ძმა ძმისთვისაო...

სიერა ლეონეს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელი მოჰამედ ტურაი ახლახან გადავიდა ჩინეთის "ჰენანიდან" შვედეთის "მალმიოში" და ამ "საპატიო მიზეზის" გამო საკუთარ ქორწილს ვერ დაესწრო.

საქმე ისაა, რომ კლუბმა ტურაის სთხოვა, გუნდთან უკეთ ადაპტაციის მიზნით წინასასეზონო შეკრება არ დაეტოვებინა და ფეხბურთელმა ქორწილში სიძის როლის შესრულება თავის ძმას სთხოვა.

"დღეს მე ჩემს შეყვარებულზე დავქორწინდი. ახლა ის ჩემი მეუღლე და საუკეთესო მეგობარია. როგორი გასაოცარი ადამიანია და როგორი ბედნიერებაა! ერთი სული მაქვს, ახალ ცხოვრებას შენთან ერთად როდის დავიწყებ.

ეს სურათები წინასწარ გავამზადეთ. ისე
მოჩანს, თითქოს ვიყავი იქ, სადაც არ ვყოფილვარ. ქორწილში ჩემი თავი ჩემმა ძმამ წარმოადგინა. ახლა შევეცდები მეუღლე მალმიოში ჩამოვიყვანო, რათა ახლოს მყავდეს. ერთად ვიცხოვრებთ", - დაწერა მოჰამედმა სოციალურ ქსელში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
საქართველოშიაც ვიცი აეთი ქორწილი, ოღონდ აქ მეფის როლი მაჭანკალმა ქალბატონმა შეასრულა.
ჟორა
07 აგვისტო 2022 00:22
0
იმედია ლოგინშიც არ შეუსრულებია მოვალეობა.D
რრრ
06 აგვისტო 2022 17:02
2
შინაარსი ხალხია
ამო
06 აგვისტო 2022 10:38
0
ტრენერი გამოიყენებდა რომ ადაპტაცია მალე გაიაროს თან ბევრი რამ მაქვს სასწავლი მწვრთნელისგან რომ უფრო გავიზარდოო))
შავი კაცი
06 აგვისტო 2022 01:01
0
ავადმყოფებიიიიიი @ მოიცადა პირველი ღამის უფლებაც ძმამ გამოიყენა თუ მამამთილმა მეზობლებმა და ტომის ბელადმა ერთად ???
zura222
06 აგვისტო 2022 00:25
10
ქვისლის მძახლის ბიძაშვილმა.
ეეე
06 აგვისტო 2022 17:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული