"ნაპოლის" მორიგი ლიდერი ტოვებს - ფაბიან რუიზი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ნახევარმცველი ფაბიან რუიზი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

მოთამაშის დამატება პირადად კლუბის ახალ სპორტულ დირექტორს, ლუის ოკამპოსს სურდა. რუიზს იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურებოდა და ესპანელი ნეაპოლში დარჩენას არ განიხილავდა. რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა გუნდები გაცვლაზე შეთანხმდნენ, "ნაპოლი" პარიზელთა კიპერით კეილორ ნავასით არიან დაინტერესებულნი. ლიგა 1-ის დატოვება თავად კოსტა-რიკელ მეკარესაც სურს.

ფაბიან რუიზი "ნაპოლის" 2018 წელს "ბეტისიდან" შეუერთდა. ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს "ლურჯების" რიგებში 125 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
არაუშავს, ხვიჩამდე რამენაირად მიიტანეთ ბურთი. მაინც მარტომ უნდა გათრიოთ მთელი ნაპოლი ))
ილია
18:07 07-08-2022
0
აბა ვინ დარჩათ პასის გადამცემი ? ანგისა? :)
beqa
13:58 07-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული