ოფიციალურად: "ნაიმეგენმა" სილესენის დაბრუნება გვაუწყა - მამარდაშვილი "ვალენსიას" ძირითადი მეკარე იქნება

AutoSharing Option
"ნაიმეგენმა" გვაუწყა, რომ კლუბმა "ვალენსიადან" 33 წლის მეკარე იასპერ სილესენი დაიმატა და მის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო გადაიხადა.

ნიდერლანდურმა კლუბმა გამოცდილ კარის დარაჯს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმა.

სილესენი საფეხბურთო კარიერას სწორედ "ნაიმეგენში" იწყებდა, სადაც 2010/11 წლების სეზონში ასპარეზობდა.

ნიდერლანდელი კიპერის წასვლის შემდეგ უკვე გარდაუვალი და ფაქტი გახდა, რომ "ვალენსიას" ძირითადი მეკარე მომავალ სეზონში გიორგი მამარდაშვილი იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ