"ქალებივით მოიქეცით! სრული ***... რუსეთში ცხოვრობდით და ფულს შოულობდით, ახლა გახდა ცუდი?!" - კვირკველიას ყოფილი თანაგუნდელი რუსეთიდან წასულ ლეგიონერებზე საუბრობს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა და საბა კვირკველიას თანაგუნდელმა, 34 წლის სერბმა მცველმა ნემანია პეიჩონოვიჩმა, ის ლეგიონერები გააკრიტიკა, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატს ტოვებენ.

"რუსეთს ვერავინ შეეხება. არ ვიცი, რატომ ტოვებენ ლეგიონერები ადგილობრივ პრემიერ ლიგას. ეს ფეხბურთელები ქალებივით იქცევიან და არა მამაკაცებივით. აბა, რატომ ჩამოხვედით რუსეთში?! - აქ ცხოვრობდით, ფულს შოულობდით და ახლა ამბობთ, რომ ცუდია?!

ეს არის სრული ***... დასავლური პროპაგანდა ტვინს ურეცხავთ და ლეგიონერებმა არ იციან, თუ რა ხდება რეალურად.

ახლა დადგა დრო, რომ უცხოელებმა გადაწყვიტონ, საითკენ არიან - დასავლეთისკენ თუ
აღმოსავლეთისკენ. თუ უცხოელი ფეხბურთელები დასავლეთში წავლენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ. ევროპაში იმდენს ვერ გამოიმუშავებენ, რამდენიც რუსეთში შეუძლიათ.

რუსეთი არის თვითკმარი ქვეყანა, რომელსაც არავისგან არაფერი სჭირდება. ევროპისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას სიცოცხლისათვის ხელსაყრელი მდგომარეობა აქვს.

რუსეთს არ სჭირდება მოღალატეები, დაე ჩამოაგდონ ისინი ოთხივე მხრიდან", - ამბობს პეიჩონოვიჩი.
მკითხველის კომენტარები / 23 /
ამ დედამშვენიერის ბოდვაზე რა უნდა თქვა მაგრამ რატო გონია ასეთ ნახევარ (თუ რა ჯანდაბაც ქვიათ ასეთებს) რუსებს რომ ფულს შოულობენ ფულს კი არ შოულობ არამედ გიხდიან შენს შრომაში და ეს თუ შოულობს მაშინ მათხოვარი ყოფილა ხო ისე ქართული წარმოშობის მომღერლებმა იციან ამ ქვეყანამ შემიფარაო და ჰაი ჰუიო და შესაბამისად თუ შეგიფარს და შენ შრომაში არ გიხდიან რამეს მათხოვარი ხარ აბა რა ჯანდაბა ხარ არა მარტო მომღერლები კანდელაკის ნაირი დაბალი ყოფაქცევის ხალხიც იქცევა ასე
აკინ
12 აგვისტო 2022 10:10
0
მანდ, 21-ე საუკუნეშიც შუა საუკუნეების მენტალიტეტის ღრუსეთში რომ მოდიოდნენ - უმეცრები და ბრიყვები იყვნენ-ფულზე დაფეთდნენ და...
ტ ვ ი ნ ი თ- ,,აზროვნებით,, სერბები - ღრუსებზე ნაკლები ,,შარიკოვები,, კი არა ხართ- მენტალურად დღესაც შუა საუკუნეებში რომ ცხოვრობთ მეზობელი ერების სახელმწიფოების ლიკვიდაცია-,,მიერთების
- ,,სტრა-ლი მიზნები,,-თ(?!),
ის ღრუსეთი- დასავლეთის კისერზე იჯდა- გაზი,ნავთობით და მით ამბიციურებდა,თან ეზიზღებათ,თან მათ ფინანსები-ეკო-კა- ტექნოლოგიებზე,ე.ი. გ ო ნ ი ე რ ე ბ ა ზ ე იდგა და ის ფინანსები სპორტშიც განაწილებული ქონდათ...მოვიდა დრო, დასავლეთმა- ,,თავში ძაან მაგრად აგივარდათ,,-ო- ღრუსებს (ღორის ,,აზროვნებას,, რომ ვერ გასცდნენ 500 წელია!) და... - ტოტალურ იზოლირებაში რომ მოაქცევენ-მერე ვნახავთ ღრუსების და მისი პატარა დამქაშების ,,ამბიციურობას,,- სპორტის ,,განვითარებას,,(!)
კახაბერი
11 აგვისტო 2022 21:23
3
არა ამერიკა ცხოვრობს თანამედროვეთი 5000 კმ-თ დაშორებულ სახელმწიფოებს რომ ბომბავს. თანამედროვეს რას უწოდებ ერთი კიდე ის მაინტერესებს. გამოზომბირებულობა პიკში
აკაკი
12 აგვისტო 2022 09:04
5
ჯიგარო, ტადიჩი, ვლაჰოვიჩი და იოვიჩიც ასე ფიქრობენ?!
ბექა
11 აგვისტო 2022 19:54
3
მანდ ძირითადად ხელმოცარული ფეხბურთელები არიან ვინც დასავლეთში ვერ ქაჩავენ. დასავლეთიდან როცა ვინმეს შენიშნავენ კი მიყავთ მაგ წუმპიდან. დასვლეთში რომ ფულია ფეხბურთში რუსეთს არც დაესიზმრება. თუ დასვლეთში დაბალნიუჯეტიანი გუნდებია აქვს მხედველპბაში ეგ სხა საქმეა. მაგ წუმპეშიც ყველა გუნდს არ ქონდა დიდი ბიუჯეტი. ჩემი ჩამოთვლა აქ საჭიროც არ არის იმ გუნდების და ფეხბურთელების სახელები ვისთანაც ვერასოდეს გვერდშიც ვერ მოვლენ, მითუმეტეს ახლა დაქცეულ ქვეყანის ჩემპიონატში. ეს სერბი ჩვეულებრი რუსული მენტალობის რუსეთუმია.
G.LA
11 აგვისტო 2022 18:36
3
au ak imina "nacebis batalioni" mokmedebs!! simartle mwarea nacebo!!!!
სანდრო
11 აგვისტო 2022 18:33
19
შენი სერბი თანამემამულეები რატო თამაშობენ კარგ ევროპულ კლუბებში?!წაიყვანე მერე რუსეთში სათამაშოდ,მაგარი ტიპები ხართ სერბები არც ევროპა გეთმობათ და არც რუსეთი!!!
სოსო
11 აგვისტო 2022 18:17
0
"ეს ფეხბურთელები ქალებივით იქცევიან და არა მამაკაცებივით."

და ეს რას ნიშნავს?! ანუ ქალები ადამიანები არ არიან თუ რას გულისხმობს ამით?
გიორგი
11 აგვისტო 2022 17:06
8
რა, კაცი ბო..ბი არ არსებობენ?გადაიხედეთ გარშემო. დაწყებული "სამი მუშკეტერიდან" და დამთავრებული .....
ჟორა
11 აგვისტო 2022 19:31
3
ალბათ ბო....ები იგულისხმა
გიორგი-s
11 აგვისტო 2022 18:29
3
ყველა გამოხმაურება
აი ეს არის, სერბეთი და სერბები!!
გიორგი
11 აგვისტო 2022 16:36
7
რატომ აქვეყნებთ ანტიქართულ ამბებს, ან რუსების საამაბელ
კომენტარებს, თქვენ ვისკენ ხართ, ალტიფო ხართ, თუ
ობიექტივი? ვერ გავიგე
პატრიოტი
11 აგვისტო 2022 15:57
7
სად იყო ალტინფო, ესენი რომ ქოცურს აწვებოდნენ. ზომიერ-პრავასლავნურ-რუსეთუმეული ნიშა აქვთ.
ციციკორე
12 აგვისტო 2022 09:38
0
კლინიკური შემთხვევაა.
სოსო
11 აგვისტო 2022 15:51
5

სიახლეები პოპულარული