"ქალებივით მოიქეცით! სრული ***... რუსეთში ცხოვრობდით და ფულს შოულობდით, ახლა გახდა ცუდი?!" - კვირკველიას ყოფილი თანაგუნდელი რუსეთიდან წასულ ლეგიონერებზე საუბრობს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა და საბა კვირკველიას თანაგუნდელმა, 34 წლის სერბმა მცველმა ნემანია პეიჩონოვიჩმა, ის ლეგიონერები გააკრიტიკა, რომლებიც რუსეთის ჩემპიონატს ტოვებენ.

"რუსეთს ვერავინ შეეხება. არ ვიცი, რატომ ტოვებენ ლეგიონერები ადგილობრივ პრემიერ ლიგას. ეს ფეხბურთელები ქალებივით იქცევიან და არა მამაკაცებივით. აბა, რატომ ჩამოხვედით რუსეთში?! - აქ ცხოვრობდით, ფულს შოულობდით და ახლა ამბობთ, რომ ცუდია?!

ეს არის სრული ***... დასავლური პროპაგანდა ტვინს ურეცხავთ და ლეგიონერებმა არ იციან, თუ რა ხდება რეალურად.

ახლა დადგა დრო, რომ უცხოელებმა გადაწყვიტონ, საითკენ არიან - დასავლეთისკენ თუ
აღმოსავლეთისკენ. თუ უცხოელი ფეხბურთელები დასავლეთში წავლენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ. ევროპაში იმდენს ვერ გამოიმუშავებენ, რამდენიც რუსეთში შეუძლიათ.

რუსეთი არის თვითკმარი ქვეყანა, რომელსაც არავისგან არაფერი სჭირდება. ევროპისგან განსხვავებით, ამ ქვეყანას სიცოცხლისათვის ხელსაყრელი მდგომარეობა აქვს.

რუსეთს არ სჭირდება მოღალატეები, დაე ჩამოაგდონ ისინი ოთხივე მხრიდან", - ამბობს პეიჩონოვიჩი.