"პატივი ეცი შენს თავს, მოხუცო, 75 წლის ხარ..." - რონალდოს დამ კრიშტიანო დაიცვა და პერესს პასუხი გასცა

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კრიშტიანო რონალდოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" აბარგების საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტები მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესსაც დაეკითხნენ, აპირებდა თუ არა პორტუგალიელი ფეხბურთელის დაბრუნებას.

"კვლავ რონალდო?! 38 წლის ასაკში?!", - მიუგო პერესმა, რითაც მიანიშნა, რომ ტრანსფერი გამორიცხული იყო.

როგორც ჩანს, დონ ფლორენტინოს ეს განცხადება კრიშტიანოს დას კატია ავეიროს დიდად არ ესიამოვნა და მან პერესს სოციალური ქსელის მეშვეობით შემდეგნაირად უპასუხა:

"ის 38 წლისაა, მაგრამ მაინც შეუძლია ორ მეტრზე მაღლა ახტეს და იქ 3 წუთი დარჩეს.
ამ ასაკში მას სხეულში ცხიმი არ აქვს.

პატივი ეცი შენს თავს, მოხუცო, 75 წლის ხარ..." - წერს ავეირო სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ რონალდო "რეალის" ღირსებას 2009/18-წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 438 მატჩში 450 გოლი გაიტანა და 131 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
და გლეხი დამამცირებელი სიტყვაა თუ როგორ გავიგოთ? ახსენი ერთი თუ შეგიძლია
ირაკლის
20 აგვისტო 2022 18:50
0
ფუ რა გლეხები არიან ორივე და/ძმა.. :D
ირაკლი
15 აგვისტო 2022 17:16
2
რონალდო თავის დაზე უფრო მაგარი ნაშაა!
ლგბტ
14 აგვისტო 2022 10:31
3
ბებრუცუნა პერეს! 37-წლის ლუკა მოდრიჩი, რომ გყავს გუნდში, მაგას რა ქვია? მართლა შეაკიკინეთ ამ ასაკებით რა? პერეს დროა დაახვიო პენსიაზე!!!!!!!
!!!
13 აგვისტო 2022 13:25
0
მე მესი ვარ და დიდად არ მხიბლავს რონალდუ მაგრამ ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ამის უარყოფა აფსუდია
კაკაო
13 აგვისტო 2022 07:13
0
უმადურობაც ამას ჰქვია,როდის იყო რეალი თავის ვარსკვლავებს აფასებდა,
პაპა
13 აგვისტო 2022 06:59
0
Ronalduze ase agdebit laparaki aravis ar sheefereba mitumetes peress, mesim da kristianom rac shedzles gmirobis tolfasia
Jjj
12 აგვისტო 2022 23:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული