"ბრიუგე" იარემჩუკს 16 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
"ბენფიკამ" უკრაინის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი რომან იარემჩუკი ტრანსფერზე დააყენა და დიდი ალბათობით, ის ბელგიაში დაბრუნდება.

ჟურნალისტი საშა ტავოლერი იტყობინება, რომ "ბრიუგე" იარემჩუკს 16 მილიონ ევროდ შეიძენს (პლუს 3 მილიონს ბონუსების სახით გადაიხდის) და კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს. ეს ამ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი იქნება.

ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გასავლელად უკვე ჩავიდა ბელგიაში.

"ბრიუგე" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და მის რიგებში უკრაინელი მცველი ედუარდ სობოლი თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული