სენსაცია - ფარერებმა თურქეთის ძლევით საქართველოს ნაკრებს საჩუქარი გაუკეთა

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეექვსე ტურში თურქეთის ნაკრები მოულოდნელად სტუმრად ფარერებთან 1:2 დამარცხდა.

თურქეთმა С1 ჯგუფში გამოსვლა 13 ქულით დაასრულა (ბურთების შეფარდება 18:5) და საქართველოს ნაკრებს დივიზიონის პლეი-ოფში პირველი ადგილის დაკავება დღეს გიბრალტარის ნებისმიერი ანგარიშით ძლევის შემთხვევაში შეუძლია.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (ბურთების შეფარდება 18:5).
საქართველო - 5 მატჩში 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

ტოსჰავნი. „ტორსველური“
ფარერები - თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 დავიდსენი (51), 2:0 ედმუნდსონი (59), 1:2 გიურლერი (89)

მკითხველის კომენტარები / 70 /
არ ყოფილა ჯიგრებო მაგაზე! ტყუილა დაგვსვით გუშინ ლაივსქორეზე ფარერების საყურებლად და სულ ტყუილად გვაზეიმეთ! რეიტინგზე ყოფილა, ოღონდ დაწყვილება თუ მარტო მასპინძელი არ ვიცი!
ტარიელ მაღალდაძე
26 სექტემბერი 2022 17:04
2
?????
კახაკ
27 სექტემბერი 2022 21:48
0
ამას ვინ წარმოიდგენდა 10 წლის წინ...
tngh
26 სექტემბერი 2022 16:23
0
პელეს-მე ის ვივულისხმე რომ ეს სპორტია და წაგების გამო და მითუმეტეს 2:0 მოგების მერე ბიჭების ლანძღვა ტეხავს,რაც შეეხება პატარა კაცის ფსიქოლოგია-აბა მე პელესთან როგორ მოვალ დიდ კაცობაში)
გიუშა
26 სექტემბერი 2022 14:45
0
თურქეთმა ლუქსემბურგთან და ფარერებთან 1 ქულა აიღო!!!ეს რომ ჩვენებს ექნათ აქ ბევრი პროფესორი ფანჩარს დაიგლეჯდა))
გიუშა
26 სექტემბერი 2022 11:56
2
ასპროცენტიანი ხარ რას არ იპროფესირებენ ახალგაზრდულს 7 თამაში არ ქონდა წაგება და პორტუგალიაში წააგო და დაშალეთ გუნდიო გაყარეთ ფეხბურთელები მწვრთვნელი გაუშვითო ვითომ იმხელა სტანდარტზე ვართ უკვე პორტუგალიას გასვლას უგებდე
Soso
26 სექტემბერი 2022 14:26
0
და მართალიც იქნებოდა. თურქეთის ცუდი თამაში და წარუმატებლობა არ არის გამართლება იმისა რომ შენც ცუდად ითამაშო :))))))) ეგ არის პატარა კაცის ფსიქოლოგია, თუ თურქეთმა ცუდად ითამაშა მაშინ არა უშსავს თუ ჩვენც ცუდად ვითამაშებთ, თურქეთი ხო თავისთავად ჩვენზე ძლიერად მოიაზრება და ამბიცია არ გვქონდეს რო უკეთესები ვიყოთ?
პელე
26 სექტემბერი 2022 13:26
2
პირველ რიგში ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ. წაგების შემთხვევაში (რასაც გამოვრიცხავ) თურქეთში გვიწევს თამაში, ხოლო ფრის შემთხვევაში ჩვენ ვმასპინძლობთ თურქეთს. ეს თუ საბერძნეთმა მოიგო.
თუ ჩვენ მოვიგეთ და საბერძნეთმა წააგო თურქეთში უწევს თამაში, ხოლო ფრის შემთხვევაში თბილისში გვეთამაშებიან,მოგების შემთხვევაში თურქებს მასპინძლობენ.
ვფიქრობ მოგებაზე ითამაშებენ, რადგან დიდია შანს თურქეთი პირდაპირ გავიდეს შესარჩევის ჯგუფიდან და ამ შემთხვევაში ლუქსემბურგს უმასპინძლებენ.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ კვიპროსის ხელშეწყობის კუთხითაც უნდა დაამარცხონ ჩრდილოეთ ირლანდია.
კობი 74
26 სექტემბერი 2022 11:35
0
ყველა ვარიანტში ყაზახები ჩამოდიან თბილისში. ამისთვის საჭიროა საბერძნეთმა მინიმუმ ფრე ითამაშოს.
ჟორა
26 სექტემბერი 2022 22:16
0
რატომ მაინდამაინც ლუქსემბურგს საუკეთესო მეორე ადგილოსანს.
რრრ
26 სექტემბერი 2022 19:42
0
ევროპაზე რომ გავიდეთ ორი თამაშის მოგება გვინდა, გიბრალტართან ჩასატარებელ თამაშს თუ არ ჩავთვლით. ეს უფრო უკეთესი ვარიანტია, ვიდრე ახალი ქვეჯგუფიდან გასვლა, იქ გრანდებთან მოგვიწევს ბრძოლა აქ კი ყაზახებთან ან თურქებთან (საბერძნეთდან). ჩვენისთანა გუნდებისთვისაა მოგონილი ერთა ლიგა.
გია
26 სექტემბერი 2022 10:48
0
თურქული პრესის მიმოხილვა დადეთ რა))მაინტერესებს რის გამო წააგეს-საცობში იდგნენ დიდხანს თუ ცარიელი ტრიბუნების გამო)))
გიუშა
26 სექტემბერი 2022 10:27
0
უეჭველი მოვიგებთ . მგონი სანიოლმა ჩვენზე უკეთ იცის როგორ ათამაშოს გუნდი რომ მაქსიმალურად დააზღვიოს ტრამვებისაგან. შეიძლება ხვიჩა თუ გაჭირდა მეორე ტაიმში გამოიყვანოს ან საერთოდ დაასვენოს.ან პირიქით უფრო მგონია. ხვიცამ მისი საქმე გააკეთოს და მეორე ტაიმი დაისვენოს;
gio
26 სექტემბერი 2022 10:23
0
ბერძნები მოგების შემთხვევაში ნახევრფინალში თურქებს სახლში მიიღებს..წაგების შემთხვევაში თბილისში ჩამოსვლა მოუწევს..ბერძნები იმედია თურქების სახლში დამარცხების შანსს არ დაკარგავენ...სხვა შემთხვევაში ფინალში გასვლის ალბათობა ორივე გუნდს საკმაოდ მაღალი აქვს...და ფინალის ადგილის კენჭისყრას არ დაელოდებიან..და დღეს მოიგებენ ალბათ....კაზახების თამაშები რაც ვნახე..იოლი გასეირნება არ გვექნბა..საკმაოდ მოძ₾იერებულია ყაზახების შუა და შემტევი ხაზი..და ადვილი არ იქნება მათი დამარცხება...
ბუჯანგა
26 სექტემბერი 2022 09:57
0
ბერძნები ბოლო ტურში ჩრდ. ირლანდიას ეთამაშებიან, მაგრამ მოუგებენ რო? აქეთ თურქეთმა ფერერებთან წააგო სულაც და... თუ ბერძნებმა ვერ ივარგეს დიდი ალბათობით ჩვენ დაგვეჯახებიან და მერე კი ავუგებთ ანდერძს!
ლაშა
26 სექტემბერი 2022 09:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული