სენსაცია - ფარერებმა თურქეთის ძლევით საქართველოს ნაკრებს საჩუქარი გაუკეთა

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეექვსე ტურში თურქეთის ნაკრები მოულოდნელად სტუმრად ფარერებთან 1:2 დამარცხდა.

თურქეთმა С1 ჯგუფში გამოსვლა 13 ქულით დაასრულა (ბურთების შეფარდება 18:5) და საქართველოს ნაკრებს დივიზიონის პლეი-ოფში პირველი ადგილის დაკავება დღეს გიბრალტარის ნებისმიერი ანგარიშით ძლევის შემთხვევაში შეუძლია.

ამ მომენტისთვის С დივიზიონიდან პლეი-ოფში გასული გუნდების მაჩვენებლები

თურქეთი - 6 მატჩში 13 ქულა (ბურთების შეფარდება 18:5).
საქართველო - 5 მატჩში 13 ქულა (14:2).
ყაზახეთი - 6 მატჩში 13 ქულა (8:6).
საბერძნეთი - 5 მატჩში 12 ქულა (7:1).

ტოსჰავნი. „ტორსველური“
ფარერები - თურქეთი 2:1
გოლები: 1:0 დავიდსენი (51), 2:0 ედმუნდსონი (59), 1:2 გიურლერი (89)

მკითხველის კომენტარები / 70 /
ერთალიგას ფუნქცია მაინც აქვს აბა ის ამხანაგური მატჩები ჯობდა?? ნახევრად ფეხბურთს რომ თამაშობდნენ მე 3 შემადგენლობით გუნდები. კი გასაგებია რომ გრანდები თავს არ იკლავენ ამ ტურნირზე და დიდად ყურადღებას არ აქცევენ მაგრამ ხალხო ის გრანდები ჩვეულებრივი ჯგუფებიდანაც გავლენ და ჩვენ გავალთ?? ჩვენთვის და ჩვენაირი ნაკრებებისთვის ეს არის ოქრის შანსი ახლა თუ მოვიგებთ 2 თამაშს გავალთ ევროპის ჩემპიონატზე ეს არ ჯობია იმას რომ ჩვეულებრივ ჯგუფში შეგხვდეს მინიმუმ 2 გრანდი და ერთი საშუალო დონის ნაკრები გახვიდე ჰა ჰა მაქსიმუმ მე-4 ადგილზე და ამით დასრულოო? თორე აი იქნება ჩვეულებირივი შესაეჩევი ჯგუფიც და იქ ვნახავთ რეალურად რაც შეგვიძლია ჩვენთვის ეს არის იდეალური ტურნირი შეიძლება ფრანგებს და ინგლისელებს ეზარებათ ერთალიგის თამაში მაგრამ ისინი ჩვეულებირივი ჯგუფიდანაც გავლენ უპრობლემოთ და ჩვენ მაგის ფუფუნება არ გვაქვს და იმ უაზრო ამხანაგურ მატჩებს ეს ტურნირი ბევრად ჯობია.
ჩვენი ნაკრები ჯერ ჯერრობით არ არის იმ დონის ნაკრები სამწუხაროდ რომ ჩვეულებირივი შესარჩევის ჯგუფიდან გავიდეს ერთი კვარაცხელია და მამარდაშვილი არ ეყოფა ამ საქმეს და ნუ გაქვთ ზედმენიტი მოლოდინები და ილუზიები სანამ ერთი 5-6 ფეხბურთელი მაინც არ გვეყოლება ნაკრებში კვარაცხელიას და მამარდაშვილის დონეზე მოთამაშე იქამდე ჩვეულებრივი ჯგუფიდან გასვლა ოცნების კატეგორიაა მაშინ ძალიან უნდა გაგვიმართლოს კენჭისყრაში რაც უიშვიათესად ხდება.
გელა
04:22 26-09-2022
5
ტოტალიზატორების შეთქმულებაზე რომ საუბრობთ, რომელიმემ უყურეთ ფარერებისა და თურქეთის თამაშს? როგორ იბრძოდნენ ფარერის ფეხბურთელები ყოველი ბურთისთვის და რა მაღალ ტემპში თამაშობდნენ? საიდან გამოგაქვთ ეს არალოგიკური დასკვნები?
ძალიან მიკვირს
01:34 26-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული