ანზორი გაცეცხლდა - უთხრეს "მშვიდობით" და უმუშევარი დატოვეს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილ მეკარეს, ანზორ კავაზაშვილს, რუსეთის სახელმწიფო დუმაში მოხვედრა უნდა. ამიტომ უეფასა და ფიფას აკრიტიკებდა, უკრაინელებს ლანძღავდა, მაგრამ დაუფასეს განა?! - რუსეთის ფეხბურთის კავშირის ეთიკის კომიტეტიდან დაითხოვეს და უმუშევარი დარჩა. მოკლედ, ანზორი გაბრაზდა და Матч ТВ-სთან დაიჩივლა:

"საქმის კურსში არ ვარ, ეთიკის კომიტეტის რეორგანიზაცია და ხელმძღვანელობასთან ერთად ყველა წევრის შეცვლა რატომ გადაწყვიტეს. კომიტეტში ძალიან ღირსეული ადამიანები იყვნენ, დიდი სპორტული წოდებებით, სპორტში დამსახურებებით.

არ ვიცი, რა პარამეტრებით შეარჩიეს ახალი შემადგენლობა. ინფორმაცია მხოლოდ მედიასაშუალებებიდან გავიგე. ვფიქრობ, უპატივცემულობა ამ შემთხვევაში ძალიან შესაბამისი
სიტყვაა. რაც უნდა იყოს, ჩვენ ეთიკის კომიტეტი ვართ და ვცდილობთ, პოზიცია კულტურულად გამოვხატოთ. თუმცა, თუ ადამიანურად ვილაპარაკებთ, ეს იმათი მხრიდან უბრალოდ უტიფრობაა, ვინც უაპელაციოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება".

ასევე დაგაინტერესებთ