"მინდა გვარდიოლამ 4 წლით შვებულება აიღოს" - იურგენ კლოპი პეპზე საუბრობს

AutoSharing Option
"ლივერპულის" თავკაცმა, იურგენ კლოპმა, "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირების წინ, ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-თან ინტერვიუში "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა.

კლოპმა ინტერვიუში იხუმრა და განაცხადა, რომ გუარდიოლას 4 წლიანი შვებულება, მისთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა.

"ვისურვებდი თუ არა, რომ პეპს შვებულება აეღო? რა თქმა უნდა, 100 პროცენტით, კარგი იქნებოდა თუ ამას 4 წლით გააკეთებდა, უკვე ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია, ამას ყოველდღე ამტკიცებს, როდესაც ორივეს თავისუფალი დრო გვექნება, ერთად ღვინოს აუცილებლად დავლევთ, თუმცა ჯერ მეტოქეობა გრძელდება" -
განაცხადა იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, "ლივერპულისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირება დღეს, "ენფილდზე", თბილისის დროით 19:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხო 4 წლით აიღოს შვებულება და არაფერი არაკეთოს პეპპპ შენ ხარ გენიალური მწვრთნელი ბარსაში რო ყოფილიყავი უკეთესი იქნებოდა მარა ეხლა სიტის ჯერია
დონარა პეტრეს ასული ჭყონია
16 ოქტომბერი 2022 16:20
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული