"ოქროს ბურთი" ქარიმ ბენზემამ მოიპოვა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი და დაანონსებული იყო, France Football-ის საუკეთესო ევროპელი ფეხბურთელის პრიზი "ოქროს ბურთი" "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ მოიპოვა. მას საპატიო ჯილდო ზინედინ ზიდანმა გადასცა.

34 წლის ბენზემამ "სამეფო გუნდის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა მოიგო, ხოლო უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

მეორე ადგილზე სადიო მანე (ლივერპული/ბაიერნი) გავიდა - ეს 1995 წლის შემდეგ აფრიკელთა შორის საუკეთესო შედეგია. მესამე პოზიცია კევინ დე ბრუინმა (მამჩესტერ სიტი) დაიკავა.

საუკეთესო მეკარედ ტიბო კურტუა (რეალი) აღიარეს. მან გასულ სეზონში პრიმერას 36 მატჩში
29 გოლი გაუშვა.

რობერტ ლევანდოვსკიმ (ბაიერნი/ბარსელონა) ზედიზედ მეორედ მიიღო საუკეთესო ფორვარდის პრიზი.

"ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელმა რონალდომ მეოცე პოზიცია დაიკავა, რაც 2005 წლის შემდეგ მისი ყველაზე უარესი შედეგია.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი "ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველ გავის გადაეცა.

საუკეთესო გუნდად "მანჩესტერ სიტი" მიიჩნიეს, "ლივერპული" მეორეა", "რეალი" - მესამე.

სადიო მანეს (ლივერპული/ბაიერნი) საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისთვის სოკრატესის სახელობის პრიზი გადასცეს.

ქალთა შორის "ოქროს ბურთის" მფლობელი ზედიზედ მეორედ "ბარსელონას" ნახევარმცველი ალეკსია პუტელიასი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
გენაცვალე მუსტაფ!!! შენ იმსახურებდი ოქროს ბურთს!!!რეალი მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იყო ,არის და იქნება!!!
მუსტაფა
11:47 18-10-2022
7
წელს ნამდვილად ეკუთვნოდა იმ ფონზე რომ მესი..რონალდუ..ნეიმარი..და მბაპე ვერ ბრწყინავდნენ..ისე კი ბოლო 2 ბურთი ლევანდოვსკის ეკუთვნოდა...რაც შეეხება ხვიჩას..მბაპე..პოლანდი ეყოლება მინიმუმ 10 წელი კონკურენტი..თუ კიდე სხვები არა...მჯერა ის იქნება პირველი ქართველი ვინც ამ პრიზს მოიგებს..
კიეზა
10:15 18-10-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული