პერესის ოცნება ცოცხალია - სუპერლიგას ახალი დირექტორი ჰყავს

AutoSharing Option
ევროპის სუპერლიგა მუშაობას აგრძელებს. მართალია, 2021 წელს ევროპულმა გრანდებმა ახალ საფეხბურთო ტურნირზე უარი განაცხადეს, თუმცა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უეფას მუშაობით უკმაყოფილოა და ახალი საფეხბურთო ლიგის შექმნაზე ოცნებობს.

A 22 Sports-ი არის კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია სუპერლიგისთვის სპონსორების მოძიებასა და სტრუქტურის შედგენაზე, ოთხშაბათს კი გამოაცხადეს, რომ ბერნდ რაიჩარტი ლიგის ახალი აღმასრულებელი დირექტორია. გერმანელი იქამდე Deutschland Group-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა.

"თავდაპირველად, წამოვიწყებთ დიალოგს ევროპულ კლუბებთან, მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან და პოლიტიკოსებთან. შევიმუშავებთ მოდელს, რომელშიც ასახული იქნება გულშემატკივართა და ფართო სპექტრის ინტერესები.

კლუბები
დღეს გადაუჭრელი ამოცანების წინაშე დგანან. მადრიდის "რეალის", "იუვენტუსის" და "ბარსელონას" პრეზიდენტებმა ცოტა ხნის წინ ისაუბრეს პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც ჩემპიონთა ლიგის ახალ მოდელს ახლავს. მზად ვარ, მოვისმინო ყველას აზრი და უკეთესი გავხადოთ სპორტი, რომელიც ძალიან გვიყვარს" - განაცხადა გერმანელმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბებერ მაფიოზებს, არ ასვენებთ გამჩენი, ან უფრო სწორად ეშმაკი!
ლაშა
13:06 19-10-2022
1
რა არასვენებს ამ ბებერს ყოველდღე რო ვუყურო მანჩესტერს ან რეალს მერე არც ეგ იქნება საინტერესო და სამუდამოდ დაასამარებთ კი თავიდან იქნება საინტერესო მაგრამ მერე მოგწყინდება აზარტი დაიკარგება ის რო წელიწადში 2 ჯერ ხვდება დიდი გუნდი ერთმანეთს მაგიტომაა საინტერესო მახსოვს რეალი ბარსა შეხვდა 4 ჯერ ერთ წელს ხოდა მეოთხე თამასში ყველაზე ცოტა ტელე მაყურებელი ყავდა ისტორიაში
beqa
11:31 19-10-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული