ხორხე სამპაოლი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა მისცენ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის და ამჟამად "სევილიას" დამრიგებლის, ხორხე სამპაოლის აზრით, მესი "ოქროს ბურთით" ყოველ წელს უნდა ჯილდოვდებოდეს.

"თუ ისინი ყოველწლიურად მისცემენ მესის "ოქროს ბურთს", ეს ჩემთვის კარგი იქნება, რადგან ლეომ დიდი ხანია სხვა ფეხბურთელებთან სხვაობა მოახდინა.

ბენზემა არის ფეხბურთელი, რომელმაც ეს პრიზი დაიმსახურა, რადგან მან "რეალის" წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ ეს ორი რამ უნდა გავმიჯნოთ - კარიმს უბრალოდ კარგი სეზონი ჰქონდა, ლეო კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია", - ამბობს სამპაოლი.


ასევე დაგაინტერესებთ